საგაკვეთილო
პროცესში მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლების ხელშეწყობა
მოტივაცია არის იმპულსი, შინაგანი პროცესი, რომელიც
ადამიანს ქმედებისკენ უბიძგებს და ამ ქმედებებს გარკვეული მიზნის მიღწევისაკენ მიმართავს.
ყველა აქტივობას მოტივაცია უდევს საფუძვლად.
დიმიტრი უზნაძე მოტივს ,,ქცევის ფსიქოლოგიურ საფუძველს“ უწოდებდა. მოტივს აქვს სამგვარი
ფუნქცია: აღძრავს ქცევას, აძლევს მას მიმართულებას და უზრუნველყოფს მის შესრულებას.
ინტელექტის ყველაზე პოპულარული ტესტის ავტორი რავენი წერდა: ,,ქცევა განისაზღვრება
მოტივაციით ბევრად მეტად, ვიდრე უნარით. ფსიქოლოგების, პედაგოგების ამოცანაა მოახდინოს
თავისი ძალების კონცენტრაცია მოტივაციის შეფასებაზე.“
დასავლური ფსიქოლოგიური სკოლა გამოარჩევს ე. წ.
შინაგან და გარეგან მოტივაციას. შინაგანი მოტივაცია განაპირობებს კონკრეტული ქმედებისკენ
სწრაფვას შინაგანი ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილების სურვილით. შინაგანი მოტივაციის
გასაღვივებლად მასწავლებლებმა მოსწავლეებს უნდა ვუბიძგოთ აზროვნებისკენ, შემეცნებისკენ.
აქ განმსაზღვრელია მოსწავლის შინაგანი ინტერესი, რომელიც მოსწავლეს სიამოვნებას ანიჭებს.
გარეგან მოტივაციას კი მაშინ აქვს ადგილი, როცა მოსწავლე შესრულებული სასწავლო აქტივობისთვის
მოელის ჯილდოს, წახალისებას. ამ დროს განხორციელებული სასწავლო აქტივობა შესაძლებელია
მოსწავლეებისათვის
არ იყოს საინტერესო.
ჩვენ ვიცით, რომ 5-6 წლის ასაკში ბავშვის წამყვანი
ქცევა თამაშია, ამ დროს ბავშვი ლატენტურად,
თამაშით სწავლობს, ხოლო 6-7 წლიდან წამყვანი ქცევა სწავლა ხდება. რადგან დაწყებითი
კლასების პედაგოგი ვარ და შეხება ბავშვებთან 5-6 წლის ასაკიდან მაქვს, უნდა აღვნიშნო,
რომ დაწყებითი კლასის მოსწავლეებთან სწავლის მოტივებს ფსიქოგენური და სოციოგენური მოთხოვნილებები
განსაზღვრავს. I ჯგუფს მიეკუთვნება ბავშვის შემეცნებითი ინტერესები, II ჯგუფს კი ქმნის
სწავლის ფართო სოციალური მოტივები, რომელიც დაკავშირებულია ბავშვის სხვა ადამიანებთან
ურთიერთობის, მათგან შექებისა და აღიარების მიღების მოთხოვნილებასთან, ასევე- ბავშვის
სურვილი, დაიკავოს განსაზღვრული ადგილი სოციალური ურთიერთობის სფეროში. გამოცდილმა
მასწავლებლებმა კარგად ვიცით, რომ რაც უფრო
მეტად მოტივირებულები არიან მოსწავლეები, მით უფრო მაღალი იქნება მათი სწავლის ხარისხიც.
ამიტომ გამუდმებით ვზრუნავ მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებისათვის. დროდადრო ვატარებ
გამოკვლევას, მეტი სანდოობისათვის გამოკითხვას ანონიმურად ვახდენ. მოსწავლეებს ეძლევათ
ინსტრუქცია წაიკითხონ ყოველი დებულება და გამოხატონ დამოკიდებულება. გთავაზობთ ერთ-ერთი კითხვარის ნიმუშს: 1) ვინ ვარ
დღეს? ა. წარუმატებელი ბ. არც ისე წარუმატებელი გ. წარმატებული 2) მომავალში სად მინდა
ვიყო? ა. სადაც დღეს ვარ ბ. მინდა წარმატებული ვიყო გ. მინდა საუკეთესო ვიყო 3) როგორ
ვანაწილებ დროს? რა დროს ვუთმობ: ა. სწავლას ბ. დასვენებას გ. თამაშს დ. ძილს 4)
,,სწავლის ძირი მწარე არის, კენწეროში გატკბილდების“- რა არის ჩემი სწავლის ძირი და
რა არის ჩემი კენწერო-მიზანი? (ბავშვების აზრით, სწავლის ძირი დღევანდელი დღეა, კენწერო-უნივერსიტეტის
დიპლომი, წარმატებული ადამიანი ცხოვრების ასპარეზზე). აღმოჩდა, მოსწავლეთა 78% მიიჩნევდა, რომ არც ისე წარუმატებელი
იყო, 19%-ს თავი წარმატებულად მიაჩდა, მხოლოდ
3% თვლიდა თავს წარუმატებლად. 92%-მა ისურვა საუკეთესო ყოფილიყო, 8%-ს კი სურდა წარმატებული
გამხდარიყო, ყველაზე დიდ დროს მოსწავლეები ძილს უთმობდნენ, ყველაზე ნაკლებს-დასვენებას.
გარდა ასეთი გამოკითხვებისა, მოტივაციის ამაღლებას, განსაკუთრებით დაწყებით კლასებში,
ხელს უწყობს როლური თამაშები, გამოცანები, რებუსები, კროსვორდები, ვენის დიაგრამები,
დისკუსიები, პრეზენტაციები. ნიმუშისთვის განვიხილავ ჩემი პრაქტიკიდან 2 გაკვეთილს.
I გაკვეთილის თემაა: ი. გოგებაშვილის ,,ფუტკარი და ჭიანჭველა.“ მოსწავლეებს მოვასმენინე
რომან რცხილაძისა და ბასტი-ბუბუს ბავშვების მიერ შესრულებული სიმღერა ფუტკარზე. კლიპის
ჩართვამდე მოსწავლეებს ვთხოვე ყურადღება მიექციათ ფუტკრის თვისებებზე. კლიპის მოსმენის
შემდეგ ბავშვებმა ისაუბრეს ფუტკრის გარეგნობასა და თვისებებზე, გაიხსენეს, რომ კლიპში
ფუტკარი იყო ბზუილა, თაფლის მომცემი, მშრომელი. აქვე გაიხსენეს სხვა მწერებიც და მათ
შორის კიდევ ერთი მშრომელი მწერი-ჭიანჭველა. ისაუბრეს რა საერთო ოყო ფუტკარსა და ჭიაჭველას
შორის და რითი განსხვავდებოდნენ. დაფაზე გავაკეთე ,,ვენის დიაგრამა“ და შევავსე ბავშვების
პასუხებით. აქვე მოსწავლეებს ვაჩვენე ჩემს მიერ
PowerPoint-ში წინასწარ მომზადებული პრეზენტაცია: ,, მწერები“ და powtoon-ში
ჩემს მიერ შექმნილი რესურსი: https://www.youtube.com/watch?v=rCOzxAZoyhE
მოტივაციის ამაღლების საუკეთესო საშუალება იყო
დისკუსია. აზრი ორად გაიყო, ნაწილი დაეთანხმა ფუტკარს, ნაწილმა კი მისი სიტყვები ტრაბახად
ჩათვალა. მოსწავლეებს საშუალება მიეცათ თავისი აზრი გამოეთქვათ და დაესაბუთებინათ.
გზადაგზა დისკუსიას სწორ მიმართულებას ვაძლევდი, მაგრამ ძალზე ტაქტიანად. ამით მოსწავლეებს
ვაჩვევდი საკუთარი აზრის დასაბუთებას, სხვისი აზრის მოსმენას და პატივისცემას. ისეთი
გარემო შევქმენი კლასში, რომელშიც მოსწავლეებს ნეგატიური შეფასების, კრიტიკისა და შეცდომის
არ შეშინებიათ. დისკუსიის დროს ზოგმა მათგანმა აზრიც კი შეიცვალა, მათ მიეცათ საკუთარი
აზრის, თუნდაც საწინააღმდეგო მოსაზრების თამამად გამოხატვის შესაძლებლობა. ყურადღებით
ვუსმენდი თითოეულ მოსწავლეს.
ბავშვებს ძალიან მოსწონთ ,,მსახიობობა.“ როლური
თამაშები საგრძნობლად აცოცხლებს სასწავლო პროცესს. ამ შემთხვევაში-ავტორმა, ფუტკარმა
და ჭიანჭველამ-მინი სპექტაკლი შექმნა. მოსწავლეებს დავალებად მივეცი, დროებით პატარა
მწერლებად ქცეულიყვნენ და გაეგრძელებინათ ნაწარმოები, ზეპირად მოეფიქრებინათ დასასრული,
ხოლო ფურცლებზე თავიანთი წარმოსახვით დაეხატათ ეს დასასრული. მაგალითად, რამოდენიმემ
ფუტკარი და ჭიანჭველა დაამეგობრა და ხელგადახვეული ფუტკარი და ჭიანჭველა დახატა.
II გაკვეთილის თემაა: გ.ტაბიძის ,,მშობლიურო ჩემო მიწავ!“ ლექსის შესწავლის
შემდეგ კლასი ჯგუფებად დავყავი და თითო ჯგუფს დავალება მივეცი. რადგან ლექსი ასე იწყებოდა:,,ორ
ზღვას შუა...“, ჯგუფს დაევალა ინფორმაცია და სურათები მოეძია შავ და კასპიის ზღვაზე,
დანარჩენ ჯგუფებს კი- იმ კუთხეებზე ინფორმაციების
ამოძებნა, რომელი კუთხეებიც ლექსში იყო ნახსენები (IIჯგუფს-გურია,III -ს-სვანეთი, IV-ს
-თუშეთი,V -ს-ფშავ-ხევსურეთი და VI-ს -აჭარა) და ვთხოვე თითოეულ ჯგუფს, ზუსტად ერთი კვირის შემდეგ საინტერესოდ
წარმოედგინათ მოცემული დავალებები. ამ ერთი კვირის მანძილზე მოსწავლეებს დროდადრო ვეუბნებოდი, რომ მოუთმენლად ველოდებოდი
პრეზენტაციის დღის დადგომას, რადგან მჯეროდა საუკეთესოდ გაართმევდნენ თავს ასეთ რთულ
და საინტერესო დავალებას და არაჩვეულებრივ პრეზენტაციებს მოამზადებდნენ. ხაზს ვუსვამდი
იმას, რომ მაღალი მოლოდინი მქონდა და როცა ეს დღე დადგა, შედეგმა მოლოდინს გადააჭარბა.
უამრავი ინფორმაცია მომაწოდეს ბავშვებმა შავ და კასპიის ზღვაზე, ბავშვებს არგონავტების
შესახებაც ჰქონდათ ინფორმაცია მოპოვებული, საინტერესოდ და ორიგინალურად იქნა წაროდგენილი
საქართველოს კუთხეებიც, მოსწავლეებს თუში და ხევსური ქალ-ვაჟიც დაეხატათ, ნამდვილი
სიურპრიზი იყო სვანეთზე პრეზენტაციის ბოლოს სპეციალურად ამ დღისთვის დადგმული ცეკვა ,,სვანური.“
ამ გაკვეთილზე იგრძნობოდა გუნდურობა, თანამშრომლობა,
პიროვნული ღირსების შეგრძნება. მე დავინახე, რომ ყველა მოსწავლე, მათი აკადემიური მოსწრების
მიუხედავად , აქტიურად იყო ჩართული ამ პროცესში და თითოეული მათგანი გრძნობდა, რომ
კლასის განუყოფელი ნაწილი იყო და ყველა თავის წილ პასუხისმგებლობას იღებდა და ასრულებდა.
ჩემი მიზანიც ხომ სწორედ ეს იყო, საგაკვეთილო პროცესში და მოსწავლეებთან კომუნიკაციისას
ასეთ შედეგზე გავსულიყავი: -ყველა მოსწავლეს შეუძლია ისწავლოს და მიაღწიოს წარმატებას!
მაღალ მოტივაციას ხომ ხელს უწყობს მაღალი თვითშეფასება და რწმენა საკუთარ თავში, ღირსების
შეგრძნება: ,,მე მნიშვნელოვანი და დაფასებული ვარ ჩემი ქმედებით!“
იმ მოსწავლეებს, რომლებიც თვლიდნენ თავს წარმატებულებად, ვთხოვე გაეკეთებინათ 3-5 წუთიანი პრეზენტაცა-,,როგორ
გავხდი წარმატებული“ და მოეთხროთ ამის შესახებ თანატოლებისათვის, რადგან მოტივაციას
სხვა ადამიანებზე დაკვირვებაც ამაღლებს, თუ სხვა ადამიანმა მიაღწია მიზანს, სურვილი
ჩნდება ამ ქცევის განხორციელებისა.
შემიძლია თამამად ვთქვა, ჩემი დასახული მიზანი
მიღწეული იქნა, ჩემი მოსწავლეების მოტივაცია საგაკვეთილო პროცესში ამაღლდა, , მოსწავლეები
გახდნენ კომპეტენტურები, წარმატებაზე ორიენტირებულები, დამოუკიდებლები, თვითდაჯერებულები,
უნარიანები, ინტერნალები, უკვე შეუძლიათ ცოდნის
ტრანსფერი ცხოვრებაში, გარეგანი მოტივაცია შინაგან მოტივაციაში გადაეზარდათ, ქცევა
სიამოვნების მომნიჭებელი გახდა. რაც მთავარია, კლასში ამაღლდა სწავლის ხარისხი. მიღებული
გამოცდილება გავუზიარე დაწყებითების კათედრასაც, ყოველივე ზემოთქმულს დავუმატე ისიც,
რომ ხშირად თემასთან დაკავშირებული სავარჯიშოების, კროსვორდების, სიტუაციური ამოცანების
მომზადებაში თავად ვრთავდი მოსწავლეებს, რაც არა მარტო მათი მოტივაციის ამაღლებას უწყობდა
ხელს, არამედ მასალის ათვისების საუკეთესო საშუალებაც იყო.
ამრიგად, მასწავლებელი უნდა ცდილობდეს კარგი
პიროვნული ურთიერთობა დაამყაროს მოსწავლეებთან და შეეცადოს მათი მოტივაციის ამაღლებას,
მოტივაციის ორივე ფორმა თანაბრად ჩართოს სასწავლო პროცესში, გაითვალისწინოს ასაკობრივი
ჯგუფი, კონკრეტული მოსწავლის ხასიათი და მუშაობის სტილის თავისებურებები. მოსწავლეს
მუდმივად ჭირდება შექება, სტიმული და თანადგომა, პედაგოგი სისტემატიურად უნდა მუშაობდეს
დადებითი ატმოსფეროს ჩამოყალიბებისათვის. მოტივაციის ამაღლების ძირითადი საშუალებებიც
ხომ პიროვნული ურთიერთობები, სასწავლო ატმოსფერო და მასწავლებლის მოთხოვნებია.
გამოყენებული ლიტერატურა:
,,განვითარებისა
და სწავლების თეორიები“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო 2008წ.
ინტერნეტრესურსები:
საგაკვეთილო პროცესში მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლების ხელშეწყობა ნინო ელბაქიძე ქალაქ ქუთაისის # 14 საჯარო სკოლა. დაწყებითი კლასების პედაგოგი. კათედრის ხელმძღვანელი. Nino.elbakidze72@gmail.com (0431) 265-797 551- 099-094 სტატია მომზადდა სსიპ ქალაქ ქუთაისის # 40 საჯარო სკოლის კონფერენციაზე წარსადგენად. ქუთაისი. 2 0 1 5 წ .
საგაკვეთილო პროცესში მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლების ხელშეწყობა მოტივაცია არის იმპულსი, შინაგანი პროცესი, რომელიც ადამიანს ქმედებისკენ უბიძგებს და ამ ქმედებებს გარკვეული მიზნის მიღწევისაკენ მიმართავს. ყველა აქტივობას მოტივაცია უდევს საფუძვლად. დიმიტრი უზნაძე მოტივს ,,ქცევის ფსიქოლოგიურ საფუძველს“ უწოდებდა. მოტივს აქვს სამგვარი ფუნქცია: აღძრავს ქცევას, აძლევს მას მიმართულებას და უზრუნველყოფს მის შესრულებას. ინტელექტის ყველაზე პოპულარული ტესტის ავტორი რავენი წერდა: ,,ქცევა განისაზღვრება მოტივაციით ბევრად მეტად, ვიდრე უნარით. ფსიქოლოგების, პედაგოგების ამოცანაა მოახდინოს თავისი ძალების კონცენტრაცია მოტივაციის შეფასებაზე.“ დასავლური ფსიქოლოგიური სკოლა გამოარჩევს ე. წ. შინაგან და გარეგან მოტივაციას. შინაგანი მოტივაცია განაპირობებს კონკრეტული ქმედებისკენ სწრაფვას შინაგანი ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილების სურვილით. შინაგანი მოტივაციის გასაღვივებლად მასწავლებლებმა მოსწავლეებს უნდა ვუბიძგოთ აზროვნებისკენ, შემეცნებისკენ. აქ განმსაზღვრელია მოსწავლის შინაგანი ინტერესი, რომელიც მოსწავლეს სიამოვნებას ანიჭებს. გარეგან მოტივაციას კი მაშინ აქვს ადგილი, როცა მოსწავლე შესრულებული სასწავლო აქტივობისთვის მოელის ჯილდოს, წახალისებას. ამ დროს განხორციელებული სასწავლო აქტივობა შესაძლებელია მოსწავლეებისათვის არ იყოს საინტერესო. ჩვენ ვიცით, რომ 5-6 წლის ასაკში ბავშვის წამყვანი ქცევა თამაშია, ამ დროს ბავშვი ლატენტურად, თამაშით სწავლობს, ხოლო 6-7 წლიდან წამყვანი ქცევა სწავლა ხდება. რადგან დაწყებითი კლასების პედაგოგი ვარ და შეხება ბავშვებთან 5-6 წლის ასაკიდან მაქვს, უნდა აღვნიშნო, რომ დაწყებითი კლასის მოსწავლეებთან სწავლის მოტივებს ფსიქოგენური და სოციოგენური მოთხოვნილებები განსაზღვრავს. I ჯგუფს მიეკუთვნება ბავშვის შემეცნებითი ინტერესები, II ჯგუფს კი ქმნის სწავლის ფართო სოციალური მოტივები, რომელიც დაკავშირებულია ბავშვის სხვა ადამიანებთან ურთიერთობის, მათგან შექებისა და აღიარების მიღების მოთხოვნილებასთან, ასევე - ბავშვის სურვილი, დაიკავოს განსაზღვრული ადგილი სოციალური ურთიერთობის სფეროში. გამოცდილმა მასწავლებლებმა კარგად ვიცით, რომ რაც უფრო მეტად მოტივირებულები არიან მოსწავლეები, მით უფრო მაღალი იქნება მათი სწავლის ხარისხიც. ამიტომ გამუდმებით ვზრუნავ მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებისათვის. მოტივაციის ამაღლებას, განსაკუთრებით დაწყებით კლასებში, ხელს უწყობს როლური თამაშები, გამოცანები, რებუსები, კროსვორდები, ვენის დიაგრამები, დისკუსიები, პრეზენტაციები. ნიმუშისთვის განვიხილავ ჩემი პრაქტიკიდან გაკვეთილს. გაკვეთილის თემაა: ი. გოგებაშვილის ,,ფუტკარი და ჭიანჭველა.“ მოსწავლეებს მოვასმენინე რომან რცხილაძისა და ბასტი-ბუბუს ბავშვების მიერ შესრულებული სიმღერა ფუტკარზე. კლიპის ჩართვამდე მოსწავლეებს ვთხოვე ყურადღება მიექციათ ფუტკრის თვისებებზე. კლიპის მოსმენის შემდეგ ბავშვებმა ისაუბრეს ფუტკრის გარეგნობასა და თვისებებზე, გაიხსენეს, რომ კლიპში ფუტკარი იყო ბზუილა, თაფლის მომცემი, მშრომელი. აქვე გაიხსენეს სხვა მწერებიც და მათ შორის კიდევ ერთი მშრომელი მწერი-ჭიანჭველა. ისაუბრეს რა საერთო ოყო ფუტკარსა და ჭიაჭველას შორის და რითი განსხვავდებოდნენ. დაფაზე გავაკეთე ,,ვენის დიაგრამა“ და შევავსე ბავშვების პასუხებით. აქვე მოსწავლეებს ვაჩვენე ჩემს მიერ PowerPoint-ში წინასწარ მომზადებული პრეზენტაცია: ,,მწერები“ და powtoon-ში ჩემს მიერ შექმნილი რესურსი: https://www.youtube.com/watch?v=rCOzxAZoyhE მოტივაციის ამაღლების საუკეთესო საშუალება იყო დისკუსია. აზრი ორად გაიყო, ნაწილი დაეთანხმა ფუტკარს, ნაწილმა კი მისი სიტყვები ტრაბახად ჩათვალა. მოსწავლეებს საშუალება მიეცათ თავისი აზრი გამოეთქვათ და დაესაბუთებინათ. გზადაგზა დისკუსიას სწორ მიმართულებას ვაძლევდი, მაგრამ ძალზე ტაქტიანად. ამით მოსწავლეებს ვაჩვევდი საკუთარი აზრის დასაბუთებას, სხვისი აზრის მოსმენას და პატივისცემას. ისეთი გარემო შევქმენი კლასში, რომელშიც მოსწავლეებს ნეგატიური შეფასების, კრიტიკისა და შეცდომის არ შეშინებიათ. დისკუსიის დროს ზოგმა მათგანმა აზრიც კი შეიცვალა, მათ მიეცათ საკუთარი აზრის, თუნდაც საწინააღმდეგო მოსაზრების თამამად გამოხატვის შესაძლებლობა. ყურადღებით ვუსმენდი თითოეულ მოსწავლეს. ბავშვებს ძალიან მოსწონთ ,,მსახიობობა.“ როლური თამაშები საგრძნობლად აცოცხლებს სასწავლო პროცესს. ამ შემთხვევაში-ავტორმა, ფუტკარმა და ჭიანჭველამ-მინი სპექტაკლი შექმნა. მოსწავლეებს დავალებად მივეცი, დროებით პატარა მწერლებად ქცეულიყვნენ და გაეგრძელებინათ ნაწარმოები, ზეპირად მოეფიქრებინათ დასასრული, ხოლო ფურცლებზე თავიანთი წარმოსახვით დაეხატათ ეს დასასრული. მაგალითად, რამოდენიმემ ფუტკარი და ჭიანჭველა დაამეგობრა და ხელგადახვეული ფუტკარი და ჭიანჭველა დახატა. საგაკვეთილო პროცესში მოტივაციის ამაღლების საუკეთესო საშუალებაა წაკითხული ნაწარმოების სქემატური მონახაზის შექმნა ,,პირამიდა“. იგი ეხმარება მოსწავლეებს ტექსტზე მუშაობის გარკვეული უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებაში. მაგალითისთვის განვიხილავ გაკვეთილს: ,,ჩიტბატონა“(ფრანგული ზღაპარი). ამ გაკვეთილზე გამოვიყენე როგორც ,,პირამიდა“, ასევე ასოციაციური რუკა. A ფაზა/გამოწვევა. დაფაზე ვაკეთებ ასოციაციურ რუკას, ვწერ სიტყვას: ,,უდაბნო“ და ვთხოვ ბავშვებს , გააკეთონ ასოციაცია ამ სიტყვასთან. ბავშვების პასუხებით ვავსებ რუკას. სავარაუდოდ ბავშვები ასახელებენ სიტყვებს: სიცხე, აქლემი, პირამიდა... აქ ბავშვებს ვაჩვენებ პირამიდის სურათებს, აქვე ვეტყვი, რომ პირამიდა გეომეტრიული ფიგურაა, ვაჩვენებ პირამიდის მოდელს და დავაკვირვებ მის ფორმასა და აგებულებაზე. დაფაზე წინასწარ მექნება მომზადებული პირამიდის სქემა. მოსწავლეებს ვეტყვი, რომ უნდა ავაგოთ პირამიდა, ოღონდ ამისთვის ყურადღებით უნდა მოვუსმინოთ ტექსტს. B ფაზა/კონსტრუირება. ვკითხულობ ტექსტს: ,,ჩიტბატონა“ (ფრანგული ზღაპარი). შემდეგ ტექსტს ვკითხულობ PowerPoint-ში მომზადებულ სლაიდებში. ამის შემდეგ ბავშვებს ვთხოვ ერთმანეთს დაუსვან კითხვები ტექსტიდან და უპასუხონ ამ კითხვებზე. შემდეგ მეც ვსვამ რამოდენიმე კითხვას და როდესაც ვრწმუნდები, რომ ტექსტი კარგად არის გააზრებული, ვუბრუნდები დაფაზე გამზადებულ სქემას და მოსწავლეებს ვაცნობ ,,პირამიდის“ შევსების ინსტრუქციას: 1.ერთი სიტყვით დაწერეთ, ვინ არის ნაწარმოების მთავარი გმირი. 2.ორი სიტყვით აღწერეთ ნაწარმოების მთავარი გმირი. 3.სამი სიტყვით აღწერეთ მოქმედების დრო და ადგილი. 4.ოთხი სიტყვით დაწერეთ ნაწარმოებში დასმული პრობლემის შესახებ. 5.ხუთი სიტყვით აღწერეთ ერთი ამბავი/ეპიზოდი ნაწარმოებიდან. 6.ექვსი სიტყვით აღწერეთ მეორე ამბავი/ეპიზოდი ნაწარმოებიდან . 7.შვიდი სიტყვით აღწერეთ, როგორ გადაწყდა ნაწარმოებში დასმული პრობლემა. მოსწავლეებთან ერთად ვმუშაობ პირამიდის ფორმის გრაფიკული მაორგანიზებლის შევსებაზე. ბავშვებთან ერთად პირამიდას ვაგებ ასე: 1.ჩიტბატონა. 2.მამაცი, გამბედავი. 3.ძველად, დედამიწაზე, ზეცაში. 4.ძველად ცეცხლი არ არსებობდა. 5.ჩიტბატონა ცეცხლის მოსატანად გაფრინდა ღმერთთან. 6.ჩიტბატონა აჩქარდა და ბუმბული სულ შემოეწვა. 7.ჩიტბატონას თითოეულმა ფრინველმა თითო ბუმბული მისცა შესამოსად. C ფაზა/გამთლიანება, რეფლექსი. როგორი იყო გაკვეთილი, რა მოეწონათ, იყო თუ არა განსხვავებული დღევანდელი დღე სხვა დღეებისაგან, შეძლებენ თუ არა მსგავსი პირამიდის აგებას უკვე დამოუკიდებლად სხვა ნაწარმოების მიხედვით, ვინ იყო ყველაზე აქტიური.... გაკვეთილზე იგრძნობოდა გუნდურობა, თანამშრომლობა, პიროვნული ღირსების შეგრძნება. მე დავინახე, რომ ყველა მოსწავლე, მათი აკადემიური მოსწრების მიუხედავად , აქტიურად იყო ჩართული ამ პროცესში და თითოეული მათგანი გრძნობდა, რომ კლასის განუყოფელი ნაწილი იყო და ყველა თავის წილ პასუხისმგებლობას იღებდა და ასრულებდა. ჩემი მიზანიც ხომ სწორედ ეს იყო, საგაკვეთილო პროცესში და მოსწავლეებთან კომუნიკაციისას ასეთ შედეგზე გავსულიყავი: -ყველა მოსწავლეს შეუძლია ისწავლოს და მიაღწიოს წარმატებას! მაღალ მოტივაციას ხომ ხელს უწყობს მაღალი თვითშეფასება და რწმენა საკუთარ თავში, ღირსების შეგრძნება: ,,მე მნიშვნელოვანი და დაფასებული ვარ ჩემი ქმედებით!“ იმ მოსწავლეებს, რომლებიც თვლიდნენ თავს წარმატებულებად, ვთხოვე გაეკეთებინათ 3-5 წუთიანი პრეზენტაცა-,,როგორ გავხდი წარმატებული“ და მოეთხროთ ამის შესახებ თანატოლებისათვის, რადგან მოტივაციას სხვა ადამიანებზე დაკვირვებაც ამაღლებს, თუ სხვა ადამიანმა მიაღწია მიზანს, სურვილი ჩნდება ამ ქცევის განხორციელებისა. შებრუნებული საკლასო ოთახის შემთხვევაში მოსწავლეებს ვთავაზობ სწავლების განსხვავებულ მოდელს, რომელიც ხელს უწყობს მოსწავლეებში სწავლის მოტივაციის ამაღლებას. ჩემი უამრავი ვიდეოგაკვეთილიდან მაგალითისათვის განვიხილავ მოთხრობა ,,ძილისგუდას“ შესწავლის მიზნით გადაგზავნილ ვიდეოგაკვეთილს : https://youtu.be/m5QI-9LYJiA მომდევნო გაკვეთილზე რეფლექსიის ფაზას უკვე საკლასო ოთახში ვაგრძელებ მრავალფეროვანი აქტივობების გამოყენებით. ეს აქტივობებია: კორნელის ჩანაწერების მეთოდი, დაკარგული სიტყვების პოვნა, ვორდის სავარჯიშო, ტესტები, დისკუსია, შეჯამება. ასეთი აქტივობები ბავშვებს ძალიან მოსწონთ და მათში მოტივაციის ამაღლებას იწვევს. შებრუნებული სწავლების დანერგვა მოსწავლეების ჩართულობის ზრდასა და სწავლისადმი ინტერესის გაღრმავებაში აისახება. სხვადასხვა მეთოდის გამოყენებისა და მათი კომბინირების შედეგად სასწავლო პროცესი ხდება უფრო მრავალფეროვანი. მიღებული გამოცდილება გავუზიარე დაწყებითების კათედრასაც, ყოველივე ზემოთქმულს დავუმატე ისიც, რომ ხშირად თემასთან დაკავშირებული სავარჯიშოების, კროსვორდების, სიტუაციური ამოცანების მომზადებაში თავად ვრთავდი მოსწავლეებს, რაც არა მარტო მათი მოტივაციის ამაღლებას უწყობდა ხელს, არამედ მასალის ათვისების საუკეთესო საშუალებაც იყო. ამრიგად, მასწავლებელი უნდა ცდილობდეს კარგი პიროვნული ურთიერთობა დაამყაროს მოსწავლეებთან და შეეცადოს მათი მოტივაციის ამაღლებას, მოტივაციის ორივე ფორმა თანაბრად ჩართოს სასწავლო პროცესში, გაითვალისწინოს ასაკობრივი ჯგუფი, კონკრეტული მოსწავლის ხასიათი და მუშაობის სტილის თავისებურებები. მოსწავლეს მუდმივად ჭირდება შექება, სტიმული და თანადგომა, პედაგოგი სისტემატიურად უნდა მუშაობდეს დადებითი ატმოსფეროს ჩამოყალიბებისათვის. მოტივაციის ამაღლების ძირითადი საშუალებებიც ხომ პიროვნული ურთიერთობები, სასწავლო ატმოსფერო და მასწავლებლის მოთხოვნებია. გამოყენებული ლიტერატურა: ,,განვითარებისა და სწავლების თეორიები“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო 2008წ. ინტერნეტრესურსები: http://orioniblog.blogspot.com/2011/06/blog-post_7673.html http://news.edu.aris.ge/blogs/4090-rogor-avamaRloT-swavlis-motivacia.html http://change.ge/motivacia/
მასწავლებელთა N2 სასწავლო -მეთოდური კონფერენცია
სსიპ ქალაქ ქუთაისის N40 საჯარო სკოლის დირექციამ მაისის დასაწყისში ქალაქ ქუთაისისა და რაიონების საჯარო თუ კერძო სკოლების პედაგოგებს გააცნო მასწავლებელთა N2 სასწავლო -მეთოდური კონფერენციის დებულება, რომელიც ითვალისწინებდა პედაგოგების მიერ კონფერენციაზე პრიორიტეტული შემდეგი საკითხების წარმოჩენას.:
1. კლასის მართვა
2. ინტერაქტიური სწავლება
3. შეფასების მეთოდები
4. სასწავლო რესურსების შექმნა და გამოყენება
5. ინკლუზიური განათლება
6. სადამრიგებლო მუშაობა
7. მოსწავლეთა სამართლებრივი განათლება
კონფერენციის მიზანი იყო:
1. სწავლა -სწავლების ხარისხის ამაღლება
2. პედაგოგიური გამოცდილების გაზიარება
3. მასწავლებელთა პროფესიული და პედაგოგიურ-პრაქტიკული კვლევის უნარ-ჩვევების განვითარება
2015 წლის 30 მაისს სსიპ ქალაქ ქუთაისის N40 საჯარო სკოლაში ჩატარდა მასწავლებელთა მე-2 სასწავლო-მეთოდური კონფერენცია. კონფერენცია გახსნა და შესავალი სიტყვა წარმოთქვა სკოლის დირექტორმა ქ-ნმა ლია კუხიანიძემ. კონფერენციის პროგრამა და მუშაობის რეგლამენტი მოწვეულ სტუმრებს გააცნო მე-2 ეროვნული კონფერენციის გამარჯვებულმა, მათემატიკის მასწავლებელმა ქეთევან რუხაძემ.
პლენარული სხდომის შემდეგ გაიმართა სექციური მუშაობა, მასწავლებლები გაერთიანდნენ 8 სექციაში:
1. კლასის მართვა
2. ინტერაქტიური სწავლება
3. შეფასების მეთოდები
4. სასწავლო რესურსების შექმნა და გამოყენება
5. ინკლუზიური განათლება
6. სადამრიგებლო მუშაობა
7. მოსწავლეთა სამართლებრივი განათლება
კონფერენციის მიზანი იყო:
1. სწავლა -სწავლების ხარისხის ამაღლება
2. პედაგოგიური გამოცდილების გაზიარება
3. მასწავლებელთა პროფესიული და პედაგოგიურ-პრაქტიკული კვლევის უნარ-ჩვევების განვითარება
2015 წლის 30 მაისს სსიპ ქალაქ ქუთაისის N40 საჯარო სკოლაში ჩატარდა მასწავლებელთა მე-2 სასწავლო-მეთოდური კონფერენცია. კონფერენცია გახსნა და შესავალი სიტყვა წარმოთქვა სკოლის დირექტორმა ქ-ნმა ლია კუხიანიძემ. კონფერენციის პროგრამა და მუშაობის რეგლამენტი მოწვეულ სტუმრებს გააცნო მე-2 ეროვნული კონფერენციის გამარჯვებულმა, მათემატიკის მასწავლებელმა ქეთევან რუხაძემ.
პლენარული სხდომის შემდეგ გაიმართა სექციური მუშაობა, მასწავლებლები გაერთიანდნენ 8 სექციაში:
დაწყებითი კლასების მასწავლებელთა სექცია
N სკოლა თემა მომხსენებელი
1 სსიპ ქ.ქუთაისის N12 საჯარო სკოლა
თემა: ,,ჩემი დაბადების დღის ცენტრი”
ეკა მაჩიტიძე
2 სსიპ-ქალაქ ქუთაისის #11 საჯარო შემაჯამებელიგაკვეთილი ქართულ ენაში --- „უფლის რჩეულო ანბანო“
ინგა სანაძე
3 სსიპ ქუთაისის # 14 საჯარო საგაკვეთილო პროცესში მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლების ხელშეწყობა
ნინო ელბაქიძე
4 N40 საჯარო სკოლა სასწავლო პროექტის პრეზენტაცია თემაზე: “ტყე შეუნახე შვილებსა...“ ლალი ქობულაძე
5 N31 საჯარო სკოლა პიესა - "სოკოს ქვეშ" ნინო გოგოლაძე
6 სსიპ ქალაქ ქუთაისის № 31 საჯარო სკოლა ცნობიერების კვირეული ,, ინტეგრაცია - ნათელი მომავალი "
მაია სინაურიძე
N სკოლა თემა მომხსენებელი
1 სსიპ ქ.ქუთაისის N12 საჯარო სკოლა
თემა: ,,ჩემი დაბადების დღის ცენტრი”
ეკა მაჩიტიძე
2 სსიპ-ქალაქ ქუთაისის #11 საჯარო შემაჯამებელიგაკვეთილი ქართულ ენაში --- „უფლის რჩეულო ანბანო“
ინგა სანაძე
3 სსიპ ქუთაისის # 14 საჯარო საგაკვეთილო პროცესში მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლების ხელშეწყობა
ნინო ელბაქიძე
4 N40 საჯარო სკოლა სასწავლო პროექტის პრეზენტაცია თემაზე: “ტყე შეუნახე შვილებსა...“ ლალი ქობულაძე
5 N31 საჯარო სკოლა პიესა - "სოკოს ქვეშ" ნინო გოგოლაძე
6 სსიპ ქალაქ ქუთაისის № 31 საჯარო სკოლა ცნობიერების კვირეული ,, ინტეგრაცია - ნათელი მომავალი "
მაია სინაურიძე
Комментариев нет:
Отправить комментарий