ჩემ შესახებ

среда, 21 мая 2014 г.

სამოდელო და ინტეგრირებული გაკვეთილები


სამოდელო გაკვეთილის გეგმა

გაკვეთილის გეგმის მოკლე აღწერა
        საგანი__ქართული ენა______________
კლასი___I_______________

1.   სახელი და გვარი
ნინო ელბაქიძე
2.   თემის სახელწოდება
.გოგებაშვილიჭიანჭველა და ფუტკარი.“ მარცვალი. სიტყვა. კითხვითი წინადადება.
3.   3. გაკვეთილის
სასწავლო მიზნები

1.     კრიტიკული და ლოგიკური აზროვნების განვითარება
2.     სწორი და ხმამაღალი კითხვის ჩვევის განმტკიცება
3.     საკუთარი აზრის დასაბუთება.

.
4.   სწავლის შედეგები
ქართ.I. 2. მოსწავლემ უნდა შეძლოს მარტივი ინფორმაციის გადმოცემა  მისთვის ნაცნობ თემებზე. წინასწარ მიცემული გეგმის/ინსტრუქციის მიხედვით თანმიმდევრულად გადმოსცეს ფაქტები.

ქართ.I. 3. მოსწავლემ შეძლოს მართლმეტყველების ელემენტალური წესების დაცვა, წინადადების დასრულება გამოხატოს პაუზით და შესაბამისი ინტონაციით.

ქართ.I.4. მოსწავლემ შეძლოს მოისმინოს და გაიგოს ნაცნობ თემატიკაზე შექმნილი მცირე ზომის ტექსტები და გამოხატოს თავისი დამოკიდებულება:
ა) უპასუხოს შეკითხვებს წაკითხულ ტექსტთან დაკავშირებით;
ბ) ამოიცნოს პერსონაჟის ემოციური მდგომარეობა;
გ) მონაწილეობა მიიღოს პერსონაჟის ჯგუფურ დახასიათებაში;
დ) მონაწილეობა მიიღოს ტექსტის სახელდახელო ინსცენირებაში, აირჩიოს როლის შესატყვისი ინტონაცია და ჟესტ-მიმიკა;
ე) შეაფასოს წაკითხული( მოეწონა/არ მოეწონა);
ვ) შეაფასოს პერსონაჟი და მისი საქციელი( კეთილია/ბოროტია; კარგად მოიქცა/ცუდად მოიქცა და ა.შ.).
5.   მიმდინარეობა
(აქტივობა და დრო
1.     კითხვისთვის მზადება. პირველკლასელებს ვთხოვ კარგად მოუსმინონ კლიპს, დაუკვირდნენ ფუტკრის თვისებებს, შემდეგ გავახსნევინებ ბუკებს, წინასწარ დოკუმენტებში გამზადებულ კლიპს მოვასმენინებ, რომან რცხილაძის და ბასტი-ბუბუს ბავშვების სიმღერას ფუტკარზე. აქ კარგად ჩანს რა თვისებები აქვს ფუტკარს. შემდეგ ვეკითხები ჯგუფს რა არის ფუტკარი? კიდევ რომელი მწერები იციან? ბავშვები სავარაუდოდ ამბობენ: ბუზი, ჭიანჭველა, კოღო... მოსწავლეებს ვესაუბრები მწერების შესახებ, სად ცხოვრობენ, რა ზიანი მოაქვთ, რომელია მათ შორის სასარგებლო..., მოსწავლეები თავადაც იხსენებენ სათანადო ინფორმაციას. ყურადღებას ვამახვილებინებ ფუტკარზე, გაიხსენონ როგორი იყო კლიპში ფუტკარი(ბზუილა, თაფლის მომცემი, მშრომელი...), გაიხსენონ კიდევ რომელი მშრომელი მწერი იციან. აქ ბავშვები დაასახელებენ ჭიანჭველას. ისაუბრებენ რა მსგავსება და განსხვავებაა მათ შორის. დაფაზე გავაკეთებ ,,ვენის დიაგრამასდა შევავსებ ბავშვების პასუხებით:





ფუტკარი                                                                 ჭიანჭველა
აქვე მოსწავლეებს ვაჩვენებ ჩემს მიერ  PowerPoint-ში წინასწარ მომზადებული პრეზენტაციას: ,, მწერები powtoon-ში ჩემს მიერ შექმნილ რესურსს: https://www.youtube.com/watch?v=rCOzxAZoyhE
 (7 წუთი).





2.     ტექსტის კითხვა. ვკითხულობ ტექსტს თავიდან ბოლომდე, შემდეგ მოსწავლეები კითხულობენ ნაწილ-ნაწილ და ავხსნი ახალ სიტყვებს და გამოთქმებს:
ჯაფა-შრომა
უსამართლობა-უკანონობა
სასარგებლო-სარგებლობის მომტანი
არაფრად გაგდებს-არ გაფასებენ, პატივს არ გცემენ
ახალი სიტყვა-გამოთქმების გამოყენებით სდგება წინადადებები, შემდეგ კი ვარჯიშობენ კითხვაში(გაგრძელებით კითხვა, გუნდური კითხვა) 10 წუთი..




3.     ტექსტის ანალიზი.  მოსწავლეები ჯერ შინაარსობრივი კითხვების (Iდონის) საშუალებით გადმოსცემენ ტექსტის შინაარსს, შემდეგ კი აანალიზებენ მას და აკეთებენ სათანადო დასკვნებს, აფასებენ პერსონაჟების საქციელს, ასაბუთებენ თავიანთ აზრს:
-რა წამოეკიდა ჭიანჭველას? რას ჩიოდა იგი?
-ტექსტის მიხედვით დაახასიათეთ ფუტკარი, ჭიანჭველა.
-ეთანხმებით ფუტკრის პასუხს? რატომ?
შეიძლება კლასის აზრი ორად გაიყოს და მინი დისკუსია გაიმართოს. ნაწილი დაეთანხმოს ფუტკარს, ნაწილმა კი შეიძლება ტრაბახად ჩათვალოს.მოსწავლეებს საშუალება ექნებათ თავიანთი აზრი გამოთქვან და დაასაბუთონ, რატომ ფიქრობენ ასე. შეიძლება გზადაგზა დისკუსიას სწორი მიმართულება მივცე, მაგრამ ძალზე ტაქტიანად. მოსწავლეები უნდა მიეჩვიონ სხვისი აზრის მოსმენას და პატივისცემას, საკუთარი აზრის დასაბუთებას. შეიძლება გაკეთდეს რუკაც .
 იმის შესამოწმებლად, თუ როგორ გაიგეს მოსწავლეებმა ახსნილი მასალა    მოსწავლეებს ვაჩვენებ 
powtoon-ში ჩემს მიერ შექმნილ რესურსს: https://www.youtube.com/watch?v=rCOzxAZoyhE

 ტექსტის ანალიზის შემდეგ მოსწავლეებს ტექსტს წავაკითხებ როლებად (მთხრობელი, ფუტკარი, ჭიანჭველა). შემდეგ ვავარჯიშებ თხრობაზე(15 წუთი).
4.     ენობრივ მასალაზე დაკვირვება.
) ტექსტში ერთი კითხვითი წინადადებაა („მეტი უსამართლობა კიდევ იქნება?“).
) ერთმარცვლიანი სიტყვა ხუთია: და, არ, კი, შენ, მე;
) ორმარცვლიანია: მარტო, ყველა..
) სამმარცვლიანია: უღონო...
აქ მოსწავლეებს ბუკებში გადავუგზავნი წინასწარ გამზადებულ სავარჯიშოს. დაწერილი იქნება სიტყვები, სადაც უნდა იპოვონ ერთმარცვლიანი სიტყვები.
აქვე ხდება ანდაზის გააზრება: ,,ბევრი ბუზი ბზუისო, ფუტკართან ყველა ტყუისო.“ (2 წუთი).
6.     საშინაო დავალება
      მოსწავლეებს დავალებად მივეცი, დროებით პატარა მწერლებად ქცეულიყვნენ და გაეგრძელებინათ ნაწარმოები, ზეპირად მოეფიქრებინათ დასასრული, ხოლო ფურცლებზე თავიანთი წარმოსახვით დაეხატათ ეს დასასრული. მაგალითად, შეიძლება ფუტკარი და ჭიანჭველა დაამეგობრა და ხელგადახვეული ფუტკარი და ჭიანჭველა დახატა.(1წუთი).
7.   შეფასება
 მინი-დისკუსია, სავარჯიშოს შესრულება.
განმავითარებელი კომენტარის სახით.
10. რესურსები
ტექნიკა და რესურსები -  მასწავლებლის ნოუთბუკი, 26 მოსწავლის ბუკი, დედაენის წიგნი, ცარცი, დაფა, საწერი კალამი.
ინფორმაციის წყარო (ნაბეჭდი, ელექტრონული და სხვა..)
,,დედაენის“I კლასის სახელმძღვანელო. ავტ. . მაღლაკელიძე, . მაღლაკელიძე; ,,ქართული ენა და ლიტერატურა“ I კლასი, მასწავლებლის წიგნი. PowerPoint-ის პროგრამა. www.Mirgif.com. www.youtube.com/watch?v=JMYqQI6u6DAgoogle. ვიკიპედია
                     

                         შეფასების ფურცელი




               1
2
             3
            4
ვერ ისმენს და ვერ იგებს ნაცნობ თემატიკაზე შექმნილ მცირე ზომის ტექსტებს და ვერ გამოხატავს თავის დამოკიდებულებას.
ისმენს და იგებს ნაცნობ თემატიკაზე შექმნილ მცირე ზომის ტექსტებს, მაგრამ ვერ გამოხატავს თავის დამოკიდებულებას.
ისმენს და იგებს ნაცნობ თემატიკაზე შექმნილ მცირე ზომის ტექსტებს და დაუსაბუთებლად გამოხატავს თავის დამოკიდებულებას.
ისმენს და იგებს ნაცნობ თემატიკაზე შექმნილ მცირე ზომის ტექსტებს და დასაბუთებულად გამოხატავს თავის დამოკიდებულებას.
ვერ ამოიცნობს მარტივი ტექსტის არსებით ენობრივ-გრამატიკულ ნიშნებს.

ზოგჯერ ამოიცნობს მარტივი ტექსტის არსებით ენობრივ-გრამატიკულ ნიშნებს.
უმეტესწილად ამოიცნობს მარტივი ტექსტის ენობრივ-გრამატიკულ ნიშნებს.
სწრაფად და უშეცდომოდ ამოიცნობს მარტივი ტექსტის ენობრივ-გრამატიკულ ნიშნებს.








                                        გაკვეთილის გეგმა                                      საგანი    __     ქართული ენა და ბუნებისმეტყველება


                                ინტეგრირებული გაკვეთილი


                                     კლასი    ___      II

სახელი და გვარი
ნინო ელბაქიძე
თემის სახელწოდება
 ,,ფუტკარი და მტრედი.“ (იგავ-არაკი)
 ფრინველები
3. გაკვეთილის
სასწავლო მიზნები


. საგნის აგებულების დაკავშირება მის თვისებასთან
. იგავ-არაკის კითხვა და ანალიზი
. კრიტიკული და ლოგიკური აზროვნების განვითარება
. ლექსიკური მარაგის გამდიდრება
. ფრინველებისათვის დამახასიათებელი განმასხვავებელი ნიშნების გამოყოფა

.

სწავლის შედეგები
ქართ.II.3. მოსწავლემ უნდა შეძლოს  აქტიური ლექსიკისა და ძირითადი ენობრივი ფორმების მეტყველებაში გამოყენება.
ქართ. II. 6. მოსწავლე შეძლოს მასწავლებლის მიერ წაკითხულ მხატვრულ ტექსტებში ინფორმაციის მოძიება, მონაკვეთების წაკითხვა და გაგება.

ბუნ.II.1. მოსწავლემ შეძლოს მცენარის და ცხოველის სხეულის ძირითადი ნაწილების აღწერა.
ბუნ.II.9. მოსწავლეს შეეძლოს გარემოსადმი საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა.


მიმდინარეობა
(აქტივობა და დრო)
A ფაზა/გამოწვევა. (12 წუთი)
მეორეკლასელებს ვთხოვ კარგად გაიხსენონ რა შედის ცოცხალ ბუნებაში, როგორია მწერები, რა ნაწარმოებები ვისწავლეთ მწერებზე, გაიხსენონ მწერების  თვისებები. ამის შემდეგ  წინასწარ PowerPoint-ში გამზადებულ სლაიდებს ვანახებ, სადაც მტრედის სურათზე დაკვირვებას მოვახდენთ და აქვე ვიპოვით მტრედის თავს, კისერს, ნისკარტს, ტანს, ფეხებს, ფრთებს.   მოსწავლეებს ვესაუბრები ფრინველების შესახებ, სად ცხოვრობენ, რით არიან შემოსილი..., მოსწავლეები თავადაც გაიხსენებენ სათანადო ინფორმაციას. ყურადღებას ვამახვილებინებ ფუტკარზე, გაიხსენონ როგორია ფუტკარი (ბზუილა, თაფლის მომცემი, მშრომელი...), გაიხსენონ კიდევ რომელი მშრომელი მწერი იციან.  რადგან უკვე მწერები შესწავლილი აქვთ, ვავალებ დაასახელონ რა მსგავსებას და განსხვავებას ხედავენ მწერებსა და ფრინველებს შორის. დაფაზე გავაკეთებ ,,ვენის დიაგრამას“ და შევავსებ ბავშვების პასუხებით:

ფრინველი                                                                 მწერი
 მსაგავსება კი ისაა, რომ ორივეს ფრთები აქვს, ორივე დაფრინავს, ორივე სულიერია.
მოსწავლეებს ვაჩვენებ powtoon-ში ჩემს მიერ შექმნილ რესურსს: https://www.youtube.com/watch?v=rCOzxAZoyhE , ამით გავიხსენებთ უკვე ნასწავლ მწერებს.
აქვე ჩემთან ერთად მოსწავლეები გააკეთებენ  PowerPoint -ში გამზადებულ ტესტებს  (მოგვიანებით ვაქციე ვიდეოდ https://www.youtube.com/watch?v=lrAaSJvWdmQ  და აიტვირთა youtube - ზე).
B ფაზა/კონსტრუირება.
ტექსტის კითხვა (10 წუთი)
ტექსტს ,,ფუტკარი და მტრედი“ ვკითხულობ  თავიდან ბოლომდე, შემდეგ მოსწავლეები კითხულობენ ნაწილ-ნაწილ და ავხსნი ახალ სიტყვებს და გამოთქმებს:
ჯაფა-შრომა
ნეკერჩხალი-ხე დიდი ფოთლებით
თვლემს- ძილი ერევა
ჩირგვი-ბუჩქი
ახალი სიტყვა-გამოთქმების გამოყენებით დგება წინადადებები, შემდეგ კი ვარჯიშობენ კითხვაში.
 ანალიზი. (10 წუთი)
 მოსწავლეები ჯერ შინაარსობრივი კითხვების (Iდონის) საშუალებით გადმოსცემენ ტექსტის შინაარსს, შემდეგ კი აანალიზებენ მას და აკეთებენ სათანადო დასკვნებს, აფასებენ პერსონაჟების საქციელს, ასაბუთებენ თავიანთ აზრს:
-როგორ გადაარჩინა მტრედმა ფუტკარი?
-როგორ გადაუხადა სამაგიერო ფუტკარმა?
-რისი თქმა სურს ამ ნაწარმოებით მწერალს?
ანალიზის დროს მოსწავლეები გამოიტანენ დასკვნას: ბუნებისმეტყველებიდან გაიგეს როგორი აგებულება ჰქონია ფრინველს, კერძოდ ჩვენ შემთხვევაში მტრედს, ქართული ენის გაკვეთილიდან კი მიხვდნენ იმას, რომ მტრედს სხვისი დახმარების უნარი აქვს თურმე, მტრედს არა მარტო აგებულება, არამედ თვისებებიც გააჩნია და  რადგან ბუნებიდან გავიგეთ, რომ მტრედს ფრთები აქვს და ფრენა შეუძლია, ეს უნარი მან სასიკეთოდ მაშინ გამოიყენა, როცა ლიტერატურულ ნაწარმოებში ფუტკარი იხსნა სიკვდილისაგან. აგებულება ყველა მტრედს ერთნაირი აქვს, თვისება კი შეიძლება სხვადასხვა ქონდეთ, ისევე როგორც ადამიანს. ყველა ადამიანს ერთნაირი აგებულება აქვს: თავი, ტანი, კისერი, 2 ხელი, 2 ფეხი, მაგრამ ხასიათებით და თვისებებით განსხვავდებიან.
ამ ყველაფრის გააზრების შემდეგ ეძლევათ ინდივიდუალური დავალება შესასრულებლად.
 შესასრულებელი სავარჯიშო. (5 წუთი)
აქ მოსწავლეებს ბუკებში გადავუგზავნი წინასწარ გამზადებულ სავარჯიშოს. ჩამოწერილი იქნება რამოდენიმე წინადადება, ამ წინადადებებიდან უნდა იპოვონ ის წინადადებები, რომლებიც მტრედის თვისებას გვიჩვენებს და არა აგებულებას. მონიშნონ ასეთი წინადადებები და წითლად გააფერადონ.
დავალება:
მტრედს აქვს ფრთები.
მტრედმა ფუტკარი იხსნა სიკვდილისაგან.
როგორც ყველა ფრინველს, ისე მტრედსაც აქვს ნისკარტი.
მტრედი და ფუტკარი დამეგობრდნენ.
დავალება სწორად იქნება შესრულებული, თუ წითლად გაფერადდება მეორე და მეოთხე წინადადება.
დავალების დასრულების შემდეგ თან ზეპირად დაასაბუთებენ, სად ჩანდა ამ წინადადებებში მტრედის თვისება. მტრედს რომ ფრთები და ნისკარტი აქვს ეს აგებულებაა, რაც ბუნებისმეტყველებიდან ვისწავლეთ და ყველა მტრედისთვის დამახასიათებელია, ხოლო სხვისი დახმარების უნარი რომ აქვს და მეგობრობა შეუძლია, ეს ინდივიდუალურია და თვისებაა.
ჯგუფური მუშაობა ( 5 წუთი )
ბოლოს მოსწავლეებს დავყოფ ჯგუფებად, დავურიგებ ფურცლებს და მარკერებს და ვთხოვ დახატონ, როგორ წარმოუდგენიათ რა მოხდებოდა ნაწარმოების დასრულების შემდეგ. (აქ სავარაუდოდ ბავშვებმა შეიზლება დახატონ ხელგადახვეული ფუტკარი და მტრედი). ნახატში კარგად უნდა ჩანდეს მტრედის და ფუტკარის აგებულება, რადგან ბავშვებმა უკვე იციან რომ მტრედს 2 ფეხი აქვს, ფუტკარს 6 და ა. შ. ბოლოს ჯგუფები გააკეთებენ პრეზენტაციას.
         C ფაზა/გამთლიანება, რეფლექსი
(3 წუთი)
  გაკვეთილის შეჯამება: როგორი იყო გაკვეთილი, რა მოეწონათ, იყო თუ არა განსხვავებული დღევანდელი დღე სხვა დღეებისაგან, ვინ იყო ყველაზე აქტიური, შეძლებენ თუ არა დამოუკიდებლად სხვა დროსაც აგებულების განსხვავებას თვისებისაგნ.
მოსწავლეებს დავალებად მიეცემათ  რვეულებში მოიფიქრონ და  ჩაწერონ 6 წინადადება, 3 წინადადებაში ჩანდეს მამლის აგებულება, 3 წინადადებაში- მისი თვისება.
შეფასება
ანალიზი, სავარჯიშოს შესრულება.
განმავითარებელი კომენტარის სახით.

რესურსები

ტექნიკა და რესურსები -  მასწავლებლის ნოუთბუკი, 26 მოსწავლის ბუკი, დედაენის წიგნი, ,,ჩვენი გარემო“, ცარცი, დაფა, საწერი კალამი, ფურცელი, მარკერი. 


ინფორმაციის წყარო ,,დედაენის“ II კლასის სახელმძღვანელო. ავტ. ნ. მაღლაკელიძე. ე. მაღლაკელიძე; ,,ქართული ენა და ლიტერატურა“ II კლასი. მასწავლებლის წიგნი. ბუნებისმეტყველების IIკლასის სახელმძღვანელო ,,ჩვენი გარემო“.  ავტორები: ლ.შალვაშვილი. მ. მაჭავარიანი. ნ. ტაბიძე. PowerPoint-ის პროგრამა. www.Mirgif.com. www.youtube.com/watch?v=JMYqQI6u6DA  https://www.youtube.com/watch?v=lrAaSJvWdmQ
 google. ვიკიპედია


                                                              შეფასების ფურცელი


               1

2
             3
            4
ვერ ისმენს და ვერ იგებს ნაცნობ თემატიკაზე შექმნილ მცირე ზომის ტექსტებს და ვერ გამოხატავს თავის დამოკიდებულებას.

ისმენს და იგებს ნაცნობ თემატიკაზე შექმნილ მცირე ზომის ტექსტებს, მაგრამ ვერ გამოხატავს თავის დამოკიდებულებას.
ისმენს და იგებს ნაცნობ თემატიკაზე შექმნილ მცირე ზომის ტექსტებს და დაუსაბუთებლად გამოხატავს თავის დამოკიდებულებას.
ისმენს და იგებს ნაცნობ თემატიკაზე შექმნილ მცირე ზომის ტექსტებს და დასაბუთებულად გამოხატავს თავის დამოკიდებულებას.
ვერ ამოიცნობს საგნის თვისებას და ვერ ასხვავებს აგებულებისაგან.


ზოგჯერ ამოიცნობს საგნის თვისებას და ვერ ასხვავებს აგებულებისაგან.
უმეტესწილად ამოიცნობს საგნის თვისებას და ვერ ასხვავებს აგებულებისაგან.
სწრაფად და უშეცდომოდ ამოიცნობს საგნის თვისებას  და ასხვავებს აგებულებისაგან.






 


































               

2 комментария:

  1. საინტერესო ბლოგი გაქვთ.
    როცა გაკვეთილის გეგმებს გავეცანი რამოდენიმე კითხვა გამიჩნდა:
    -რა ტიპის სამოდელო გაკვეთილი გქონდათ?
    - რატომ არ დააფიქსირეთ გაკვეთილის გეგმაში?
    - დასახატად მოსწავლეებს დრო 1 წთ. მიცით?
    -რამდენად რეალისტურია ეს დრო დავალების შესასრულებლად?

    გისურვებთ წარმატბას!

    ОтветитьУдалить
    Ответы
    1. მოგესალმებით, მიხარია, რომ ჩემი ბლოგით და კერძოდ, გაკვეთილის გეგმით დაინტერესდით. 1 წუთი საშინაო დავალების მიცემას დავუთმე, ანუ ინსტრუქციას რა და როგორ უნდა დაეხატათ და არა - ხატვას. რაც შეეხება ტიპს, სამოდელო გაკვეთილი გამჭოლ კომპეტენციებზეა და ეს რეფლექსიაში დავაფიქსირე. უბრალოდ, გაკვეთილის რეფლექსია აქ არ მაქვს ატვირთული. იმედია, თქვენს კითხვებს პასუხი გავეცი. ამ ბლოგით დაინტერესებისათვის კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას. გისურვებთ წარმატებებს!

      Удалить