ჩემ შესახებ

вторник, 2 июня 2015 г.

კითხვის საათი

,,ბურატინო“ ქუთაისის მე-14 საჯარო სკოლის II ა კლასში ქუთაისის მე-14 საჯარო სკოლის II ა კლასში კითხვის საათის რამოდენიმე გაკვეთილი დავუთმე ტოლსტოის ,,ბურატინოს თავგადასავალს.“ ბავშვები გაეცვნენ მთავარ მოქმედ გმირებს. ამის შემდეგ 2015 წლის 29 მაისს დაესწრენ ქ. ქუთაისის იაკობ გოგებაშვილის სახელობის თოჯინების თეატრის სპექტაკლს : ,,ბურატინოს თავგადასავალს.“ 2 ივნისს ბავშვებმა შექმნეს დიორამები ,,ბურატინოდან“. დიორამა ერთ-ერთი რთული, კომპლექსური და საინტერესო მეთოდია. ბავშვებმა მოიტანეს მცირე ზომის მუყაოს ყუთები, წებო, მაკრატელი, ფერადი ქაღალდები, ქსოვილები, ფლომასტერები, ფერადი ფანქრები, თოჯინები, სათამაშო ჭურჭელი... მოსწავლეებთან ერთად ტექსტი დავყავი ეპიზოდებად და მათი დახმარებით დავასათაურე გამოყოფილი ეპიზოდები. მოსწავლეები დავყავი ხუთ ჯგუფად, მათ დავურიგე დიორამისთვის საჭირო მასალა და მივეცი ინსტრუქცია. ბავშვებმა დამოუკიდებლად მიიღეს გადაწყვეტილება, რა მასალის დაკავშირება შეეძლოთ მათთვის განკუთვნილ ეპიზოდთან. დროდადრო მივდიოდი ბავშვებთან, ვაძლევდი საჭირო მითითებებს და ვეხმარებოდი. ბოლოს ჯგუფებმა მოაწყვეს პრეზენტაცია.



წიგნიერების კომპეტენციის განვითარება    სადამრიგებლო საათზე

             გაკვეთილის გეგმა
              გაკვეთილის მოკლე აღწერა
                           კლასი  II

1.    სახელი და გვარი
ნინო ელბაქიძე
2.    თემის სახელწოდება
,,ჩიტბატონა“ (ფრანგული ზღაპარი)
3.    სასწავლო მიზნები
1.    ტექსტზე მუშაობის გარკვეული უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება;
2.    ტექსტში დასმული პრობლემების ამოცნობა და ჩამოყალიბება;
3.    როგორც ზეპირმეტყველების, ასევე წერითი მიმართულებების განვითარება;
4.    მაღალი სააზროვნო უნარების განვითარება.
4.    სწავლის შედეგები
1.    მოსწავლემ შეძლოს მასწავლებლის მიერ წაკითხულ მხატვრულ ტექსტში ინფორმაციის მოძიება, მონაკვეთების წაკითხვა და გაგება;
2.    მოსწავლემ შეძლოს ტექსტში დასმული პრობლემების ამოცნობა და იმის განსაზღვრა, თუ როგორაა ეს პრობლემები ტექსტში გადაწყვეტილი;
3.    მოსწავლეებმა შეძლონ ტექსტის მიმართ საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა;
4.    ასოციაციური რუკისა და ,,პირამიდა“, ანუ წაკითხული ნაწარმოების სქემატური მონახაზის შექმნა.
5.    მიმდინარეობა
 A ფაზა/გამოწვევა.
დაფაზე ვაკეთებ ასოციაციურ რუკას, ვწერ სიტყვას: ,,უდაბნო“ და ვთხოვ ბავშვებს , გააკეთონ ასოციაცია ამ სიტყვასთან. ბავშვების პასუხებით ვავსებ რუკას:
Line Callout 2: უწყლობა,Line Callout 2: აქლემი,Line Callout 2: პირამიდა 









აქ ბავშვებს ვაჩვენებ პირამიდის სურათებს, აქვე ვეტყვი, რომ პირამიდა გეომეტრიული ფიგურაა, ვაჩვენებ პირამიდის მოდელს და დავაკვირვებ მის ფორმასა და აგებულებაზე. დაფაზე წინასწარ მექნება მომზადებული ასეთი სქემა:
                   1.–
                2.-     -
              3.-  -   -
            4.-    -   -   -
         5.-     -     -   -   -
      6.-     -      -     -    -    -
   7.-     -      -      -      -    -    -
მოსწავლეებს ვეტყვი, რომ უნდა ავაგოთ პირამიდა, ოღონდ ამისთვის ყურადღებით უნდა მოვუსმინოთ ტექსტს.
        B ფაზა/კონსტრუირება.
ვკითხულობ ტექსტს: ,,ჩიტბატონა“ (ფრანგული ზღაპარი). შემდეგ ტექსტს ვკითხულობ PowerPoint-ში მომზადებულ სლაიდებში. ამის შემდეგ ბავშვებს ვთხოვ ერთმანეთს დაუსვან კითხვები ტექსტიდან და უპასუხონ ამ კითხვებზე. შემდეგ მეც ვსვამ რამოდენიმე კითხვას და როდესაც ვრწმუნდები, რომ ტექსტი კარგად არის გააზრებული, ვუბრუნდები დაფაზე გამზადებულ სქემას და მოსწავლეებს ვაცნობ ,,პირამიდის“ შევსების ინსტრუქციას:
1.    ერთი სიტყვით დაწერეთ, ვინ არის ნაწარმოების მთავარი გმირი
2.    ორი სიტყვით აღწერეთ ნაწარმოების მთავარი გმირი
3.    სამი სიტყვით აღწერეთ მოქმედების დრო და ადგილი
4.    ოთხი სიტყვით დაწერეთ ნაწარმოებში დასმული პრობლემის შესახებ
5.    ხუთი სიტყვით აღწერეთ ერთი ამბავი/ეპიზოდი ნაწარმოებიდან
6.    ექვსი სიტყვით აღწერეთ მეორე ამბავი/ეპიზოდი ნაწარმოებიდან
7.    შვიდი სიტყვით აღწერეთ, როგორ გადაწყდა ნაწარმოებში დასმული პრობლემა.

მოსწავლეებთან ერთად ვმუშაობ პირამიდის ფორმის გრაფიკული მაორგანიზებლის შევსებაზე. ბავშვებთან ერთად პირამიდას ვაგებ ასე:
                 1.ჩიტბატონა
               2.მამაცი, გამბედავი
            3.ძველად, დედამიწაზე, ზეცაში
 4.ძველად ცეცხლი არ არსებობდა
      5.ჩიტბატონა ცეცხლის მოსატანად გაფრინდა ღმერთთან
   6.ჩიტბატონა აჩქარდა და ბუმბული სულ შემოეწვა
7.ჩიტბატონას თითოეულმა ფრინველმა თითო ბუმბული მისცა შესამოსად
პარარელურად ბავშვები ,,პირამიდას“ რვეულებშიც იწერენ.
         C ფაზა/გამთლიანება, რეფლექსი
  გაკვეთილის შეჯამება: როგორი იყო გაკვეთილი, რა მოეწონათ, იყო თუ არა განსხვავებული დღევანდელი დღე სხვა დღეებისაგან, შეძლებენ თუ არა მსგავსიპირამიდის აგებას უკვე დამოუკიდებლად სხვა ნაწარმოების მიხედვით, ვინ იყო ყველაზე აქტიური....
             

6.    შეფასება
განმავითარებელი კომენტარის სახით
7.    რესურსები
მასწავლებლის ნოუთბუკი, 25 მოსწავლის ბუკი, ცარცი, დაფა, საწერი კალამი, რვეული.



Комментариев нет:

Отправить комментарий